უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ექსპერტ...

h6

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ექსპერტ ჯერემი ქუქს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 09/07/2018

5 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბრიტანელი ექსპერტი ჯერემი ქუქი ეწვია, რომელიც მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

ექსპერტს, რომლის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე აზრების გაცვლა და მისი გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე იმ გამოწვევების გამოკვეთა, რომლის წინაშეც ამ ეტაპზე დგას ქართული სასამართლო კომერციული დავების კუთხით, ასევე შეხვდნენ და  არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებმა.

ბრიტანელი ექსპერტი სერ ჯერემი ქუქი იყო ინგლისის უმაღლესი სასამართლოს კომერციული სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე. მას ასევე აქვს ფართო გამოცდილება საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში, მათ შორის იგი წარმოადგენს შანხაის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრს.

2018 წელს სერ ჯერემი ქუქი დაინიშნა სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლოს საერთაშორისო მოსამართლედ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi