უზენაეს სასამართლოს ნეპალის დელეგაცია ეწვია

np

უზენაეს სასამართლოს ნეპალის დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნებულია: 09/07/2018

დღეს, 9 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნეპალის მართლმსაჯულების დელეგაცია ეწვია, ნეპალის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დოქტორ ანანდა მოჰან ბჰატარაის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადეგენლობაში იყვნენ ნეპალის რესპუბლიკის უზენაესი, სააპელაციო სასამართლოს წევრები და  მედიაციის  საბჭოს ადვოკატები. ნეპალის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეებმა.  მონაწილეებს მიესალმა  უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დელეგაციის წევრებს საქართველოს  სასამართლო სისტემის, მისი სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ. მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილმა ასევე ისაუბრა მედიაციისა და დავების მოგვარების საკითხებზე მხარეებს შორის სამოქალაქო საქმეებში. განიხილეს არასრულწლოვანთა კოდექსთან და მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. კოლეგებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე ესაუბრა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურით, მისი დანიშნულებისა და ფუნქციონირების საკითხებით. გაეცნენ  მოსამართლეთა გამწესების  წესსა და კრიტერიუმებს.

ნეპალის დელეგაცციის წევრებმა შეხვედრის შემდეგ ქართველ კოლეგებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები, დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და  ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს.

ხვალ, 10 ივლისს, ნეპალელი კოლეგები გამართავენ შეხვედრებს თბილისის საქალქო სასამართლოში მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით, შეხვდებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და ეწვევიან  დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენრტრს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია  შეხვედრები პროკურატურის წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრებენ არასრულწლოვანთა კოდექსის იმპლემენტაციის საკითხზე, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამაზე, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს, ასევე შეხვდებიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში სასამართლო რეფორმის განხორციელებას.

ნეპალის დელეგაცია 13 ივლისს დაასრულებს სამუშაო ვიზიტს საქართველოში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi