კონკურენციის სამართალში ტრენინგი გაიმართა

ddp

კონკურენციის სამართალში ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 02/07/2018

მიმდინარე წლის 1 ივლისს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ორგანიზებით და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დოქტორმა ფილიპ ტუიტშევერმა  ტრენინგი გამართა კონკურენციის სამართალში. ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეები.

წარმოდგენილ საკითხებს შორის მსმენელთა შორის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია შემდეგმა საკითხებმა: კონკურენტებს შორის ჰორიზონტალური შეთანხმებები, აკრძალული ჰორიზონტალური შეთანხმებები (კარტელები), თანამშრომლობის ჰორიზონტალური შეთანხმებები (თვითშეფასება), ვერტიკალური შეთანხმებები გამყიდველებსა და მყიდველებს შორის, მკაცრი შეზღუდვები (ფასზე შეთანხმებები, სამომხმარებლო და ტერიტორიული შეზღუდვები, არაკონკურენტული ვალდებულებები), დისტრიბუციის ფორმულები, ელექტრონული ვაჭრობა, დომინანტური მდგომარეობა, ბოროტად გამოყენება (ექსკლუზივები და ექსპლოატაცია), კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები, საჯარო აღსრულება, კერძო აღსრულება, მტკიცების სტანდარტი და ტვირთი კონკურენციის სამართლის შემთხვევებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi