გადაწყვეტილება ფიზიკური პირის სასარგებლოდ

darbazi

გადაწყვეტილება ფიზიკური პირის სასარგებლოდ

გამოქვეყნებულია: 07/03/2012

2012 წლის 6 მარტს, უზენაესმა სასამართლომ დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მოქალაქე ნანა გაუსის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2005 წლის 10 მაისს გურჯაანის რაიონის გამგეობასა და ნანა გაუსს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 30 ჰექტარ ფართობის მიწის ნაკვეთზე (საძოვარი) 20 წლის ვადით. ნანა გაუსი იჯარის თანხებს იხდიდა ყოველწლიურად და დავალიანება არ ერიცხებოდა. ნანა გაუსმა 2010 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე. მოსარჩელემ შეასრულა `სახელმწიფო ქონების შესახებ~ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის გადაიხადა პროვატიზებისათვის გათვალისწინებული თანხა, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოსგან უარყოფითი პასუხი მიიღო. Aამის შემდეგ მან იგივე მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, საიდანაც ასევე უარყოფითი პასუხი მიიღო.
2011 წლის 31 იანვარს, ნანა გაუსმა უკვე სარჩელით მიმართა სასამართლოს და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მის სახელზე იჯარით გაცემული 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, ნანა გაუსის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ნანა გაუსის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi