უზენაეს სასამართლოში გამარჯვებულები...

reh

უზენაეს სასამართლოში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია: 25/06/2018

25 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში გამართულ ტრადიციულ შეჯიბრში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

პირველი ადგილი წილად ხვდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხოლო საპატიო მეორე ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრტუდენტები გავიდნენ.

გამარჯვებულებს მიესალმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ გიორგი შავლიაშვილმა და ადმინისტრციულ საქმეთა  პალატის თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილმა გამარჯვებულ მონაწილეებს პრიზები და საპატიო სიგელები გადასცეს.

ასევე დაჯილდოვდნენ ფინალში გასული მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში მაიკლ გრანტი.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი ატარებს ყოველწლიურ შეჯიბრს სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. შეჯიბრი უკვე მეშვიდედ ტარდება საქართველოში.

შეჯიბრი სტუდენტებისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას განივითარონ სისხლის სამართალწარმოებაში შესაბამისი საპროცესო უნარ--ჩვევები პრაქტიკოსი იურისტებისა და დარგის ექსპერტების წინაშე გამოსვლის დროს.

შეჯიბრის მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულო პროგრამა ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქარეთველოში“ (USAID/PROLOG).

იმიტირებული სასამართლო პროცესები უზენაეს სასამართლოში 23-24 ივნისს გაიმართა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi