უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ულრიხ...

htrnh

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ულრიხ ჰანგელოხი სტუმრობს

გამოქვეყნებულია: 22/06/2018

დღეს 22 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, უზენაეს სასამართლოს  სამოქალაქო სამართლოს აქტუალური საკითხების ირგვლივ დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გერმანელი ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი ეწვია.

 სამუშაო შეხვედრის მონაწილებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საერთო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა პალატებისა და კოლეგიების მოსამართლეები, მიესალმენ გერმანელი ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯომარე მზია თოდუა.

შეხვედრის მონწილეების წინაშე,  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლების შედარებითი ანალიზის შესახებ მოხსწენებებით წარსდგნენ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯომარე მზია თოდუა და

გერმანელი ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი.  ვალდებულების შესრულების დრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მაგალითზე (როდესაც ხელშკრულებით არ არის განსაზღვრული ვადა)/ ფულადი ვალდებულების შესრულება თავდების მემკვიდრეების მიერ (უფლებამონაცვლეობა სსსკ 92-ე მუხლი, თავდებობა - სამოქალაქო კოდექსის 891-906-ე მუხლები), წარმოადგინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ზურაბ ძლირიშვილმა და გერმანელმა ექსპერტმა ულრიხ ჰანგელოხმა. გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. უძრავი ნივთის სარგებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება - სსკ 164-ე თუ სსკ 987-ე მუხლები, ამ საკითხზე თავისი მოსაზრებები წარუდგინეს მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებმა ეკა გასიტაშვილმა და ზურაბ ძლიერიშვილმა, აგრეთვე ექსპერტმა ულრიხ ჰანგელოხმა. სავალდებულო წილის გაზრდა გაჩუქებული ქონების ხარჯზე სსკ 1378-ე მუხლი,  ამ საკითხის შესახებმოხსენება წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა  პალატის მოსამართლემ დიანა ბერეკაშვილმა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეება შეაჯამეს განხილული საკითხები.

ხვალ შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ სამოქალაქო სამართლოს ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა: სასამართლოს კონტროლის ფარგლები სამეწარმეო ურთიერთობიდან გამომდინარე  დავებზე, რომლესაც წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე პაატა ქათამაძე და ულრიხ ჰამგელოხი.

სასამართლო კონტროლის ფარგლები შრომით დავებზე (საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის განმართება), ამ საკითხზე ისაუბრებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე და ულრიხ ხანგელოხი.

ხვალ 23 ივნისს გერმანელი ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი დაასრულებს შეხვედრათა ციკლს ქართველ მოსამართლეებთან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi