უზენაეს სასამართლოს ჰააგიდან ექსპერტები...

gtr

უზენაეს სასამართლოს ჰააგიდან ექსპერტები სტუმრობდნენ

გამოქვეყნებულია: 12/06/2018

დღეს, 12 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს  ჰააგის  საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სამართლებრივი ოფიცერი, ექსპერტი ელენი ბარბარა კაიტიდუ და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი ეწვივნენ.

ჰააგელმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლეებთან გიორგი შავლიაშვილთან და პაატა სილაგაძესთან, აგრეთვე სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლეთა თანაშემწეებთან.

ექსპერტი ელენი ბარბარა კაიტიდუ მრავალი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის მუშაობდა გაეროს ქარტიის კომენტარების შემუშავებაზე და იყო ქარტიის რედაქტორი. მისი ავტორობით გამოიცა წიგნი ,,ბოლოდროინდელი მიღწევები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სასამართლო პრაქტიკაში“. ,,ინდივიდუალური და კოლექტიური ინტერესების ბალანსი: საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში“, ,,საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშულის ელემენტებზე.“ 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), რომელიც მოქმედებს რომის წესდების საფუძველზე, არის პირველი, საერთშორისო ხელშკრულებაზე დაფუძნებული, საერთაშორისო სისხლის სამართლის მუდმივი სასამართლო, დაარსებული საერთაშორისო საზოგადოებისათვის ყველაზე სერიოზულ დანაშაულებებში დამრღვევების დაუსჯელობასთან ბრძოლის მიზნით.  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის დამოუკიდებელი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში არ შემავალი საერთაშორისო ორგანიზაცია.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა; ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ინსტიტუციური მოწყობა, სასამართლოს ხელმძღვანელობისა და ადმინისტრირების პრინციპები (იურისდიქცია, დასაშვებობა), ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროცედურული ფაზები, ბრალდებულის უფლებები, მსხვერპლის ჩართულობა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi