სასტუმრო ,,რედისონში“ CCJE-ს დასკვნების...

njtyjm

სასტუმრო ,,რედისონში“ CCJE-ს დასკვნების პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 08/06/2018

დღეს, 8 ივნისს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“-ში,  ევროპის საბჭოს ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს  (CCJE) დასკვნების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საქაართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.  

ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობდა ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს  (CCJE) პრეზიდენტი, ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დურო სესა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა მოხსენება ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობისა და დასკვნების მიმოხილვის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნების გამოყენებაზე საქართველოში. ნინო გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მათი მუდმივი მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით კი სასამართლოს მხარდაჭერის პროექტს, რომელიც მრავალი მიმართულებით ახორციელებს სასამართლო სისტემის (2017-2021 წწ.) სტრატეგიის იპლემენტაციის წარმატებული მხარადჭერის პროცესს.

,, სტრატეგიით განსაზღვრულია, რომ დაიხვეწოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურა, რასაც ეხმიანება ასევე CCJE-ს 2018 წელს გამოქვეყნებული დასკვნა ,,ევროპის საბჭოს ქვეყნებში სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის სტანდარტების თაობაზე“, ამასთან CCJE-ს დასკვნის მიხედვით მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების პროცედურის, ვადების და კომპეტენციის თაობაზე არსებული კანონმდბელობისა და პრაქტიკის ანალიზი და უზრუნველყოფილი იყოს ასევე მათი მოყვანა  CCJE- ს რეკომენდაციებთან“- ხაზი გაუსვა  თავის გამოსვლაში ნინო გვენეტაძემ.   ამავე თემაზე  წარუდგინა მოხსენება  შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა. მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ  გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ ქართულ ენაზე გამოცემული პუბლიკაციები: (CCJE)-ს დასკვნები და CEPEJ-ის სახელმძღვანელო მითითებები.  

დღესვე ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს  (CCJE) პრეზიდენტს, ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დურო სესას უზენაეს სასამართლოში უმასპინძლა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, საქართველოს წარმომადგენელი ევროპისსაბჭოსმართლმსაჯულებისეფექტიანობისკომისიაში ნინო ბაქაქური. შეხვედრაზე ისაუბრეს უზენაესი სასამართლოს როლზე მართლმსაჯულების სისტემაში, ევროპის მოსამართლეთა  საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციებზე მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმების განსაზრვრისას.

ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებს გაუზიარა ხორვატიის გამოცდილება მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების საკითხებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi