უზენაეს სასამართლოს სლოვაკეთის დელეგაცია...

rhrv

უზენაეს სასამართლოს სლოვაკეთის დელეგაცია სტუმრობდა

გამოქვეყნებულია: 07/06/2018

დღეს, 7 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრი და სენატის თავმჯდომარე მოსამართლე ვილიამ პოჰანჩენიკი და დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული პალატების თავმჯდომარეებთან და  სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეებთან.

შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა  პალატის თავმჯოდმარე ვასილ როინიშვილი, რომელმაც სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უზენაესი სასამართლოს სტრუქტურის, ფუნქციონირების, მოსამართლეთა დანიშვნის წესის, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ქართულ მართლმსაჯულებაში მიმდინარე რეფორმის პროცესის შესახებ. თავის მხრივ სტუმრებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლებს გაუზიარეს ინფორმაცია სლოვაკეთის სასამართლო სისტემისა და  კორუფციასთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები უზენაეს სასამართლოებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, მეტად ნაყოფიერ და მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ორმხრივ ურთიერთობებში და ეხმარება მოსამართლეებს გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ სრულყოფაში.

სლოვაკეთის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ,,მართლმსაჯულების მუზეუმი“ და გაეცნენ უზენაესი სასამართლოს  შენობის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi