ნინო გვენეტაძემ ბავშვთა მართლმსაჯულების...

yjt

ნინო გვენეტაძემ ბავშვთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია: 05/06/2018

მიმდინარე წლის  28-30 მაისს, პარიზში, ბავშვთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესი გაიმართა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმდომარე ნინო გვენეტაძე მონაწილეობდა.

29 მაისს ნინო გვენეტაძემ მოდერაცია გაუწია ფორუმს „იურიდიული დახმარება ბავშვებისთვის: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“, სადაც მოხსენებით წარსდგა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში 2015 წელს განხორციელებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის რეფორმის შედეგად სასამართლო პრაქტიკის განვითარებასა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.

ნინო გვენეტაძე შეეხო რეფორმის პროცესში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამართალწარმოებაში სპეციალიზებული მოსამართლის, პროკურორის და ადვოკატის მონაწილეობას და მიმოიხილა სამართალწარმოებაში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა სასამართლოს პოზიტიური პრაქტიკა და მაგალითად სტატისტიკური მონაცემები წარადგინა, სადაც არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებულ სანქციებში თავისუფლების აღკვეთის ხვედრითი წილი სხვა ალტერნატიულ სასჯელებთან შედარებით საგრძნობლად მცირეა.

თავის გამოსვლაში ნინო გვენეტაძემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით განხორციელებული პროგრამების შესახებ, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერას შეეხებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ვიზიტი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის  საქართველოს წამომადგენლობის ოფისის მიერ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi