19 მაისს უზენაეს სასამართლოს 100 ვიზიტორი...

cbf

19 მაისს უზენაეს სასამართლოს 100 ვიზიტორი ეწვია

გამოქვეყნებულია: 19/05/2018

დღეს, 19 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ,,მართლმსაჯულების მუზეუმს’, მუზეუმის საერთაშორისო დღის - 18 მაისისადმი მიძღვნილი ყოველწლიური აქციის ფარგლებში ,,ღამე მუზეუმში“, რომლის კოორდინაციასაც ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის  სამინისტრო, 100 ვიზიტორი ეწვია.

დამთვალიერებლებს შორის იყვნენ: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და ფაკულტეტის ხელმძღვანელობა, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელ სტუდენტთა დელეგაცია, რომლის ვიზიტიც უზენაეს სასამართლოში განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისათვის“ თავმჯდომარის, საქართველოში ინდოეთის საელჩოს საპატიო კონსულისა და მეცენატის დარპან პრაშერის ხელმძღვანელობით,  დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდის | ბავშვთა დღის ცენტის ,,მომავლის გზის“ აღსაზრდელები და დევნილთა მოძრაობის წარმომადგნელები მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზაირა ჩარკვიანის ხელმძღვანელობით. 

საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ექსკურსიის გიდების მიერ მუზეუმის ისტორიის თხრობისას განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება 1918-1921 წლების ისტორიულ მონაკვეთზე, რა დროსაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს დავით ხელთუფლიშვილი ედგა სათავეში.

ვიზიტორებმა დაათვალიერეს  უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობის დარბაზები, მათ შორისო ისტორიული მე-6 დარბაზი, სადაც დღემდე მიმდნარეობს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სასამართლო სხდომები, და რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

სტუდენტებსა და ექსკურსიის მონაწილეებს  საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწევებზე ესაუბრა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა   19 მაისის ღონისძიების მონაწილეებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi