მოსამართლეებისთვის დისკრიმინაციისა და ქალთა...

ergherh

მოსამართლეებისთვის დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 12/05/2018

მიმდინარე წლის 11-12 მაისს კახეთში სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ მოსამართლეებისთვის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც უძღვებოდა ევროკავშირის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი“-ს ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი, გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ მომზადებული ორი  კვლევის  პრეზენტაცია. კერძოდ, ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მარინა კვაჭაძემ და ამავე განყოფილების თანამშრომლებმა ნათია ჯუღელმა და ელენე ღვინჯილიამ მიმოიხილეს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევის პრაქტიკა, აგრეთვე, მათ წარმოადგინეს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული ოჯახში ძალადობის საქმეების შესწავლის შედეგები. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა მაიაფსიქოლოგი  ცირამუა, რომელმაც ისაუბრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა პარადოქსულ ბუნებაზე, სტოკჰოლმის სინდრომზე და სტერეოტიპების კოგნიტურ ფუნქციაზე. სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლოს მოსამართლე ტერეზა დოერტმა კი თავის მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დისკრიმინაციისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვას.

დისკუსიის ფორმატში მოწვეული ექსპერტების აქტიური მონაწილეობით მოსამართლეებმა იმსჯელეს ოჯახში ძალადობის საქმეთა განხილვის სპეციფიკაზე.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის“ ორგანიზებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi