არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე...

rthre

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 08/05/2018

დღეს, 8 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი, ცენტრის წარმომადგენლები მორის ბარამია, თინათინ ზედგინიძე, ნატო ჯალაღონია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი  მოსამართლე ეკა არეშიძე და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი, მისი მოადგილე მაია ჩოჩუა და პროექტის წარმომადგენელი ნინი გოგიბერიძე, იმსჯელეს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებში მედიაციის ინიცირების საკანონმდებლო საფუძვლებზე და ორგანიზაციულ საკითხებზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებში მედიაციის პროცედურების მარეგულირებელ აქტებზე,  მედიაციის პროცედურებზე და ტრენინგების მომზადების საკითხებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემეტაციის მიზნით უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi