სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს...

hrhrs

სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის ურთიერთობაზე სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 03/05/2018

დღეს, 3 მაისს, სასტუმრო ,,ლოპოტის ტბის“ საკონფერენციო დარბაზში, ევროპის საბჭოს პროექტის ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ -ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, ლიტვის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობით, რომლის მიზანია ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება, თემაზე: ,,ურთიერთდამოკიდებულება სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის - გამოწვევები და სტრატეგია“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი  გიორგი მიქაუტაძე. როგორც ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება დაკავშირებულია საქართველოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტური და სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებას, და ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით განხორციელება ითვალისწინებს სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და ამ ფორმატით უკვე დაწყებულია მუშაობა საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას, საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის, რისი დადებითი შედეგებიც უკვე გვაძლევს იმედს, რომ რეფორმები მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას. შეხვედრის მონაწილეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული სესიის ფარგლებში - სასამართლოს პოზიცია ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმარრთებით, თემაზე CCJE-დასკვნა ?18 და სხვა ინსტრუმენტები - ევროპის საბჭოს სტანდარტები სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის ურთიერთობის შესახებ, ესაუბრა მაკედონიელი ექსპერტი, მოსამართლე ანეტა არნაუდოვსკა, რომელმაც ასევე ისაუბრა გარე და შიდა ზეწოლის მაგალითებზე - შედარებით ანალიზზე ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მაგალითზე.

სემინარის მეორე სესია მიეძღვნა სასამართლოსა და მედიის ურთიერთობის თემას, რომლის მომზსენებელიც გახლდთ ბრიტანელი ექსპერტი დოქტორი ლივ ჟისი. ექსპერტმა წარმოადგინა თემა - ევროპის საბჭოს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და თანამედროვე გამოწვევები. დოქტორმა ლივ ჟისმა  ასევე ისაუბრა საკითხზე: პასუხი მედიასთან ურთიერთობის კრიზისზე: სამი კრიზისული სიტუაციის განხილვა. ამავე სესიის ფარგლებში, საქართველოში სასამართლოს კომუნიკაციის სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გააკეთა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენელმა ნინი გოგიბერიძემ.  ხვალ სემინარის მონაწილეები მოისმენენ მოსამართლე ანეტა არნაუდოვსკას მოხსენებას - მოსამართლეზე ზეწოლის შემცირების მექნიზმები (შედარებითი ანალიზი) და შეაჯამებენ კონფერენციის შედეგებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi