უზენაეს სასამართლოში USAID-ის შეფასების...

dhdr

უზენაეს სასამართლოში USAID-ის შეფასების მისიის წევრებმა შეხვედრა გამართეს

გამოქვეყნებულია: 01/05/2018

დღეს, 1 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID)- შეფასების მისიის წევრები  მერი ნოელ პეპი და  დოქტორი მაქს ფრასი  ეწვივნენ.

დელეგაციის წევრები მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, ამავე პალატის მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი ეკატერინე გასიტაშვილი და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე მაია ვაჩაძე.

ვიზიტის მიზანი გახლდათ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  მიერ განხორციელებული  პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLOGI) საქმიანობის შუალედური შეფასება, მათი პროგრესის განხილვა მოსალოდნელი შედეგების მიღებაში, მიღწევებისა და  გამოწვევების შეფასება და მათი როლის განსაზღვრა პროექტის განხორციელებაში.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სასამართლო სისტემის სახელით შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს მისიას საქართველოს მიმართ გამოჩენილი მხარაჭერისა და იმ პროექტების განხორციელებისთვის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ქართულ მართლმსაჯულებაში იმ წარმატებული  შედეგების მიღწევა, რაც გვაქვს მრავალი მიმართულებით. ნინო გვენეტაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისიის წევრებს USAID-ის მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  მიერ განხორციელებული  პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLOGI) ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ და მეტად დადებითად შეაფასა ამ  პროექტთან ურთიერთობის შედეგები, მიღწევები და კოორდინაციის ხარისხი სხვა დონორ ორგანიზაციებთან.

პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLOGI) მიერ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების მიმართულებით 2017-2018 წლებში 12 უმნიშვნელოვანესი აქტივობა განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტთა ჩართვით, კვლევების, მრგვალი მაგიდების ორგანიზებისა და ტრენინგების მხარდაჭერით, კერძოდ, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმირების, მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესების შემდგომი გაუმჯობესების, მოსამართლეთა დაწინაურების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მექანიზმის შექმნის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცედურების გაუმჯობესების, სასამართლოების, მოსამართლეებისა და პერსონალის საჭირო რაოდენობის განსაზღვრისთვის კვლევის მხარდაჭერის, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუმჯობესების, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშეწყობის მიმართულებით და სხვა.  

USAID-ის შეფასების მისიის ხელმძღვანელმა  მერი ნოელ პეპმა და  დოქტორმა მაქს ფრასმა უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეებთან ერთად კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს ყველა ის საჭიროება და გამოწვევა, რისი მხარდაჭერაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს 2017-2021 წლების მართლმსაჯულების სტრატეგიისას და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ხარისხსა და შედეგებს. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა უზენაესი სასამართლოს ისტორიული სასამართლო დარბაზი და მართლმსაჯულების მუზეუმი მოინახულეს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi