სლოვენიაში საქართველოს მართლმსაჯულების...

dgsd

სლოვენიაში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი დასრულდა

გამოქვეყნებულია: 27/04/2018

ევროკავშირის სასამართლოსმხარდაჭერისპროექტის ეგიდით, მიმდინარე წლის 23-26 აპრილს სლოვენიაში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელ პირთა სასწავლო ვიზიტი გაიმართა, რომელშიც   იუსტიციისუმაღლესისაბჭოს, პარლამენტისადაიუსტიციისსამინისტროსწარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სლოვენიისპარლამენტისმართლმსაჯულებისკომიტეტისთავმჯდომარესთანიან შკობერნთან და კომიტეტის წევრებთან, სადაც ისაუბრეს სლოვენიის რესპუბლიკის მართლმსაჯულების საბჭოს შესახებ კანონზე,  ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და მართლმსაჯულების რეფორმაზე, სლოვენიის მართლმსაჯულების წინაშე მდგარ გამოწვევებზე საკანონმდებლო ხელისუფლების კუთხით.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ასევე სლოვენიისმართლმსაჯულებისსაბჭოსპრეზიდენტთან მარკო ნოვაკთანდავიცეპრეზიდენტ იანა პეტრიკთან. დელეგაციის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია სლოვენიის მართლმსაჯულების საბჭოს ფუნქციონირების, საკანონმდებლო სისტემისა  და პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ. ისაუბრეს მართლმსაჯულების ეთიკის კოდექსზე, მოსამართლეთა შეფასებისა დაწინაურების საკითხებზე.  

ქართული დელეგაციის წევრები მიიღეს სლოვენიისიუსტიციისმინისტრისმოადგილედამართლმსაჯულებისადმინისტრირებასადაგანგრძობადსწავლებაზესაზედამხედველოდეპარტამენტებისხელმძღვანელებმა. მოგვიანებით დელეგაციამ სლოვენიისსადისციპლინოსასამართლოსპრეზიდენტთანდისციპლინურისამართალწარმოებისსაკითხებზე გამართა მსჯელობა. მოსამართლეთაასოციაციისფუნქციებსადაროლზეკიდელეგაიასასოციაციისყოფილითავმჯდომარე ჯანია რობლეკიესაუბრა.

სლოვენიაშისასწავლოვიზიტიუზენაესსასამართლოშიშეხვედრით დასრულდა. სლოვენიაშიუზენაესისასამართლო წარმოადგენსპასუხისმგებელ ორგანოსსასამართლოსისტემისმენეჯმენტზე, სტატისტიკურიმონაცემებისანალიზზე, საზოგადოებისკმაყოფილებისკვლევასადარეაგირებისფორმებისშერჩევაზე. სწორედ აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა ვრცელი მსჯელობა შეხვედრაზე, რომელსაც უძღვებოდნენ სლოვენიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და გენერალური მდივანი. შეხვედრაზე ისაუბრეს სლოვენიის უზენაესი სასამართლოსა და მართლმსაჯულების საბჭოს ურთიერთობებზე, სტრატეგიულ დაგეგმვაზე, სტატისტიკასა და ანალიზზე, სასამართლოს ბიუჯეტის დაგეგმვის, საქმეთა წარმოებისა და სასამართლოს მენეჯმენტის საკითხებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა სლოვენიელ კოლეგებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც დგას საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წინაშე და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.

ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა 2017 წელს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას -  2017-2021 წწ. მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შექმნას, რომელიც შემუშავებულ იქნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნა, რომ ეს გამჭვირვალე და მაღალი წარმომადგენლობის პროცესი მხარდაჭერილ იქნა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის ,,სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ მიერ, ვისი  მეშვეობითაც განხორციელდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელთა ვიზიტი სლოვენიაში.

,,ჩვენ მოხარული ვიქნებით მივიღოთ ყველა თქვენი პრაქტიკული რჩევა სასამართლოს, პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ეფექტურ მეთოდებზე, მართლმსაჯულების რეფორმის  ეფექტიან განვითარებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით. ასევე მადლიერნი ვიქნებით მივიღოთ თქვენი საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით განხორციელების მიმართულებით, რაც იქცა თქვენი წარმატების ძირითად მოტივად ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi