გადაწყვეტილება სიტყვისა და პრესის...

asaval-dasavali

გადაწყვეტილება სიტყვისა და პრესის თავისუფლების სასარგებლოდ

გამოქვეყნებულია: 23/02/2012

2012 წლის 20 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სიტყვისა და გამოხატვის, აგრეთვე პრესის თავისუფლების სასარგებლოდ.
ა. ფ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე შპს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ გაზეთში მის შესახებ გამოქვეყნდა ცილისმწამებლური წერილი, რამაც შელახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სასარგებლოდ გამოიტანა. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად იხელმძღვანელა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით და განმარტა, რომ პრესის თავისუფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ღირებულება გააჩნია და მისი შეზღუდვაც განსაკუთრებულ გამართლებას მოითხოვს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო წერილში მითითებული გამონათქვამები არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ცილისწამებად, რადგან იგი არ შეიცავდა კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას და სადავო წერილში მითითებული გამონათქვამები, მხოლოდ მისი ავტორის მოსაზრებების გავრცელებას ემსახურებოდა, აზრი კი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში საგაზეთო სტატიის მთელი კონტექსტი უნდა შეფასებულიყო, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემატიკაზე საჯარო დისკუსიის დროს მოპასუხის მიერ საკუთარი შეხედულების მკვეთრი ფორმით გამოხატვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გამოხატვა ექცეოდა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში და გამორიცხავდა გაზეთის პასუხისმგებლობას.
2012 წელს სასამართლომ უკვე მეორედ გამოიტანა გადაწყვეტილება სიტყვისა და პრესის თავისუფლების სასარგებლოდ.

იხილეთ გადაწყვეტილება

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi