სააპელაციო სასამართლოთა თანაშემწეებისთვის...

btrnr

სააპელაციო სასამართლოთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 20/04/2018

დღეს, 20 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების იმპლემენტაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი თემა იყო: გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და საკუთრების უფლება. მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერისა და  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი კონსტანტინე კორკელია.

დღის წესრიგით ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების კონკრეტული ასპექტები - შვილად აყვანა, ძალადობა ოჯახში, სექსუალური ორიენტაცია, სექსუალური უმცირესობები, გარემო, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის და მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, დისკრიმინაციის საფუძვლების მნიშვნელობა, გამოსაყენებელი ტესტები, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლების საფუძველზე, გამოხატვის თავისუფლების თეორიული დასაბუთება, გამოხატვის ტიპები და შესაბამისი ტესტები, გამოხატვის შინაარსის/გამოხატვის დროის, ადგილის და მანერის რეგულირება, სიძულვილის ენა, სტანდარტები, რომლებიც გამოიყენება საჯარო მოხელეების შემთხვევაში, სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დაცვა, მედიის დაცვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები, ინფორმაციის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად. ინფორმაციის თავისუფლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესის პირისპირ, სხვა ადამიანის უფლებებისა და ინტერესების პირისპირ, დაბალანსების შესაძლო ვარიანტების განხილვა, საკუთრების უფლება ადამინის უფლებათა ევროპული კონვენვიის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის საფუძველზე, ქონება/საკუთრება, როგორც ავტონომიური კონცეფცია, ლეგიტიმური მოლოდინების როლი და მნიშვნელობა საკუთრების დასადგენად, საკითხები, რაც გასათვალისწინებელია ინდივიდის და საზოგადოების ინტერესების დაბალანსებისას. ტრენინგის განმავლობაში  მსმენელებმა განიხილეს კაზუსები. მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი 21 აპრილსაც გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi