იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 12 წლის იუბილე...

rgeew

იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 12 წლის იუბილე აღნიშნა

გამოქვეყნებულია: 19/04/2018

დღეს, 19 აპრილს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 12 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამედროვე სამოსამართლო სწავლების გამოწვევები“ გაიმართა. კონფერენცია ,,ევროკავშირი საქართველოსთვის“ და ,,იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტვინინგის პროექტის“ ფარგლებში ჩაატარდა და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სამოსამართლო სწავლების ინსტიტუციების  წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ,,სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის (EJTN) გენერალური მდივანი მოსამართლე ვოიჩეკ პოსტულსკი და ბელგიის სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტის დირექტორი რაფ ვან რანსბიკი.

საერთაშორისო  კონფერენცია გახსნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა და ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ხელმძღვანელმა ლაშა მაღრაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ევროკავშირის წარმომადგენელი, ატაშე, პროგრამის მენეჯერი პიტერ დენიში, ლატვიის სასამართლო ადმნისტრაციის გენერალური დირექტორი, ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყონა ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ლიდერი ედვინს ბალშვიჩი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

,,ძალიან დროულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა სწავლების პროცესის, ისევე როგორც უკვე მოქმედი მოსამართლეების გადამზადების პროგრამების განახლება და ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის განხორციელება. სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის ინიციატივით და კოორდინაციით სასამართლო რეფორმის მომდევნო ეტაპზე მუშაობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემაა საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღებისა და სწავლების პროცესის რეფორმირების, მსმენელთა სტაჟირების პროცესის გაუმჯობესების და ეფექტიანი და ხარისხიანი გადამზადების სისტემის ჩამოყალიბებისათვის. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ასახულია სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიაში. დღევანდელი კონფერენცია და ექსპერტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები უდავოდ დაგვეხმარება  დღევანდელი გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი მოგვარების შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში.“ - აღნიშნა თავის გამოსვლაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. 

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის განვითარებისა და მიღწევების შესახებ, ასევე კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ისეთ თემებზე როგორიცაა; სამოსამართლო კანდიდატების მიღება და პროფესიაში შესვლა, სამოსამართლო კანდიდატების ხარისხიანი მომზადების მნიშვნელობა, ზღვარი სამართლებრივ და არასამართლებრივ სწავლებას შორის, დისტანციური სწავლების კომპონენტი. იუსტიციის უმაღლესი სკოლა ერთადერთი ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც ექსკლუზიურად უზრუნველყოფს სამოსამართლო კანდიდატების, სასამართლო მოხელეობის მსურველთა მომზადებას და მოქმედი მოსამართლეების, ისევე როგორც სასამართლო სისტემის სხვა თანამშრომელთა, პროფესიულ განვითარებას. საერთაშორისო ექსპერტებმა, მოსამართლე ვოიჩეკ პოსტულსკიმ, სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის (EJTN) გენერალურმა მდივანმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა მოხსენება იუსტიციის უმაღლესი სკოლა - პარტნიორი ფართო ევროპულ სწავლებაში, სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის (EJTN) პრინციპები,  თემაზე - ,,მოსამართლეთა კარიერა - კანდიდატების მიღება და პროფესიაში შესვლა“, მოხსენებები წარმოადგინეს საფრანგეთის (ბორდო) ეროვნული სამოსამართლო სკოლის სტაჟირების დირექტორმა სარა დიუპონმა, გაერთანებული სამეფოს სამოსამართლო სწავლების კოლეჯის ტრენერმა, მოსამართლე ფილიპ როსტანმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრმა ირმა გელაშვილმა.  ,,მოსამართლეთა კარიერა - სამოსამართლო კანდიდატების ხარისხიანი მომზადების“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს სარა დიუპონმა საფრანგეთის (ბორდო) ეროვნული სამოსამართლკო სკოლის სტაჟირების დირექტორმა, მოსამართლე რაფ ვან რანსბიკი , ბელგიის სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტის დირექტორმა (IGO) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრმა თამარ ზამბახიძემ. დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია  თემამ: მხარდამჭერი მექანიზმები სამოსამართლო კანდიდატების მომზადებაში - მენტორობა, ხელმძღვანელობა, ინტერვიზია, რის შესახებაც მოხსენებები წარმოადგინეს არიტა ფიზერსტოუნმა, პროფესიონალმა ქოუჩმა და ხელმძღვანელმა, ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლექტორმა და თამარ ონიანმა  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა. საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამედროვე სამოსამართლო სწავლების გამოწვევები“ ხვალაც  გააგრძელებს მუშაობას, სადაც მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: მოსამართლის პროფესიული უნარები, როგორ დავიცვათ ბალანსი სამართლებრივ და არასამართლებრივ სწავლებას შორის, ციფრული დრო - დისტანციური სწავლება.

ღონისძიებაზე შემაჯამებელი სიტყვით წარსდგებიან სოლვიტა კალნინა-ცაუნე, ტვინინგის ადგილობრივი მრჩეველი, ტვინინგის პროექტის წარმომადგენელი, ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრის დირექტორი და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი და ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ლიდერი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi