სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მმართველმა...

gerged

სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მმართველმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 18/04/2018

დღეს, 18 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მმართველი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე,  მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენელი, ატაშე პიტერ დენისი და  პროექტის მენეჯერი, Hulla and Co. Human Dynamics KG, ოლივერ მადერი.

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელებს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აღნიშნა, რომ რომ არა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა,  უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რის წინაშც აღმოჩნდა ქართული მართლმსაჯულება, ვერ დაიძლეოდა.

ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მიმდინარე გეგმების შესახებ, შეხვედრის მონაწილეებს  ვრცლად ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სასამართლოს მხარადჭერის პროექტის ხელმძღვანელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობის მეტად ნაყოფიერ შედეგებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს აღნიშნულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით გაგრძელებისა და საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ  ნდობის ამაღლებისათვის. მოსამართლე რენატე ვინტერმა ასევე გამოჰყო მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებაში საერთაშორისო დონორების როგორც აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, ასევე მათი კოორდინირებული მუშაობა და სანიმუშო  ურთიერთგაგება, რაც მხოლოდ პოზიტიურ შედეგს აძლევს დონორთა ძალისხმევას. პროექტის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა მართლმსაჯულების მიმართულებით რეგიონებთან ურთიერთობის აუცილებლობაზე და დაასახელა ამ მხრივ დაგეგმილი აქტივობები.   ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ცალკეული კომპონენტების მიმდინარეობის შესახებ დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მოაწოდეს სასამართლოს მხარდაჭერის  პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ მაია ჩოჩუამ, სამართლებრივმა მრჩეველმა ნინი გოგიბერიძემ და მრჩეველმა ევროპის ადამიანის უფლებათა სამართალში ლალი ჩხეტიამ.  

დამსწრე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაზე, რომლის შემუშავებაც მოხდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დოკუმენტის იმპლემენტაციის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სამოდელო ვებ პორტალის შექმნის, საკონსტიტუციო სასამართლოს ,,ზაფხულის სკოლისა“ და უზენაესი სასამართლოს ,,ზამთრის სკოლის“ პროექტების შესახებ, რომელთა დაწყებაც მართლმსაჯულების სისტემისთვის პროფესიონალი და ღირსეული კადრების მომზადებასა და მათ ჩართვას ემსახურება. სასამართლო სისტემაში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ამოქმედება ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მოხერხდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რეგიონებში პრეზენტაციის მნიშვნელობაზე, მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეებისთვის პროფესიული გადამზადებისა და  განათლების ტრენინგების ორგანიზების, სასამართლოში საქმეთა მართვისა და ადამიანური რესურსების სტურუქტურათა წარმომადგენლებისთვის სახელმძღვანელოს შექმნის, მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაზე. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi