უზენაეს სასამართლოს საერთაშორისო იურისტთა...

jtj

უზენაეს სასამართლოს საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნებულია: 04/04/2018

დღეს, 4 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეხვედრა გამართეს საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის წარმომადგენლებმა, გერმანიის ფედერალური საკონსტიტრუციო სასამართლოს მოსამართლისა და საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის თავმჯდომარის მიხაელ აიხბერგერის ხელმძღვანელობით,  რომლებიც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თბილისში იმყოფებიან და ეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფრომის პროცესს. გერმანელ სტუმრებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და ზოგადად მართლმსაჯიულების სისტემაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი რეფორმების ძირითადი ასპექტების შესახებ. ნინო გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ  სწორედ გერმანელი მეცნიერებისა და ცნობილი ექსპერტების უშუალო მონაწილეობით მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში ახალი ქართული, დემოკრატიული სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბება და კანონმდებლობის შექმნა, რომ ეს თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერად გრძელდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში და სანიმუშოდ ვითარდება. ,,იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთა ურთიერთთანამშრომლობა, რაც თავის მხრივ დიდ როლს ითამაშებს სასამართლოსადმი ნდობის გაზრდასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.“-განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, საკონსტიტუციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან, გაეცნენ ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის პროცესს. საერთაშორისო იურისტთა კომისიის წევრები ყოველწლიურად სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს და ეცნობიან ამ ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და ცვლილებების პროცესს. გერმანული სექციის დეგეგაციის ვიზიტი ხვალ 5 აპრილს დასრულდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi