უზენაეს სასამართლოს ამერიკელი მოსამართლე...

vdbvdb

უზენაეს სასამართლოს ამერიკელი მოსამართლე ელისონ დანქენი ეწვია

გამოქვეყნებულია: 02/04/2018

დღეს 2 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG)-ის ფარგლებში, ამერიკის მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი ეწვია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარდგინებით 2003 წლის 15 აგვისტოს. მოსამართლე დანქენმა სწრაფად მოიპოვა აშშ-ს ორივე პარტიის მხარდაჭერა და მოსამართლედ წარდგენიდან სენატმა მალევე დაამტკიცა მისი კანდიდატურა აშშ-ს ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.  სენატორმა ჯონ ედვარდსმა მის შესახებ აღნიშნა ,,იგი არის საოცარი ინტელექტისა და შესაძლებლობების მქონე ქალი, რომელიც პატივს სცემს კანონს, იბრძვის სამართლიანობისათვის და არასდროს იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“. მოსამართლე დანქენი პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელიც მოსამართლედ დაინიშნა ჩრდილოეთ კაროლინას სააპელაციო სასამართლოში და რომელიც არჩეულ იქნა ჩრდილოეთ კაროლინას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად. მოსამართლე ელისონ დანქენი მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავნჯდომარის მოადგილემ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მოსამართლე მზია თოდუამ. შეხვედრა რომელიც მიეძღვნა მოსამართლეთა დამოუკიდევბლობის სტანდარტებს აშშ-ს სასამართლოებში, დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეები. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსამართლეებმა მიიღეს ყველა  მათთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი. გააცნეს ამერიკელ კოლეგას საქართველოში არსებული სასამართლო  პრაქტიკა და გაიზიარეს აშშ-ში არსებული გამოცდილების კონკრეტული ასპექტები, დამოუკიდებელი სასამართლოსა და მართლმსაჯულების ფუნქციონირების მიმართულებით. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi