იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა XXIII...

rr

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 24/03/2018

მიმდინარე წლის 24 მარტს იუსტიციის უმაღლესმა  სკოლასაქართველოს მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაზე 310-დან 276-მა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისადმოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრის (თავმჯდომარის) - ლევან თევზაძისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, 2018 წლის 26 თებერვალს მისი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ. კონფერენციის დღის წესრიგში დადგა საკითხი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ახალი წევრის და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონფერენციის მონაწილე მოსამართლეებმა მოსამართლეების თამარ ონიანისა და შალვა კაკაურიძისკანდიდატურები დაასახელეს. ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე, 253 ხმით მოსამართლე თამარ ონიანი იქნა რჩეული.

კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა ფარული კენჭისყრის საფუძველზე მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრის პოზიციაზე 275 ხმით მოსამართლე დიანა ფარქოსაძე აირჩიეს.

ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებიდან, კომიტეტის თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, 217 ხმით, მოსამართლე ირაკლი კოპალიანი იქნა დასახელებული.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi