ელექტრონული განაწილების სისტემაზე მრგვალი...

ff

ელექტრონული განაწილების სისტემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 07/03/2018

,,საქმის განაწილების ახალი სისტემა სასამართლოში“ - ამ თემაზე სამსჯელოდ დღეს 7 მარტს, სასტუმრო ,,მუზეუმში“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინიციატივით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრას უძღვებოდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი სოფო ვერძეული. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.  ,,საქმეთა ავტომატური შემთხვევითი განაწილების სისტემის დანერგვა დადებითად შეფასდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD ) მიერ, რომლს ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას  სწორედ სასამართლო სისტემაში საქმეთა ელექტრონული სისტემის დანერგვა წარმოადგენდა. ასევე აღსანიშნავია,  კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) საქართველოს შეფასების ანგარიში, რომელშიც საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის შექმნა ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის აუცილებელ პირობად დასახელდა“- აღნიშნა თავის გამოსვლაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ნინო გვენეტაძემ იმ გარემოებასაც გასუვა ხაზი, რომ ახლადდანერგილ პროგრამას გარკვეული ხარვეზები აქვს და საჭიროებს გაუმჯობესებას, რისთვისაც სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შესაბამის აქტივობებს ითვალისწინებს, რაც გულისხმობს ელექტრონული განაწილების სრულყოდფას, მისი მუშაობის მუდმივ დაკვოირვებასა და შედეგების ანალიზს, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტის შესაბამის გაძლიერებას, რომელიც მუდმივ მონიტორინგს უწევს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემას და უფლებამოსილია წარადგინოს შესაბამისი რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოუწოდა მრგვალი მაგიდის ორგანიზატორებს, რომ მონაწილე ორგანიზაციებმა საქმეთა ელექტრონული შემთხვევითი განაწილების  სისტემის დახვეწის თაობაზე, მათ მიერ გამოკვეთილი ხარვეზები მიაწოდონ იუსტიციის საბჭოს, მის აპარატს, აგრეთვე საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, რათა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების გათვალისწინება და გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი საერთო ძალიასხმევით.  ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)-ის მიერ მომზადდა საქმეთა ელექტრონული მიმოხილვა, სადაც ორგანიზაციის მხრიდან დასახელდა კონკრეტული შენიშვნები. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგნელმა მარიამ მხატვარმა დღეს  გამართულ მრგვალ მაგიდაზე წარმოადგინა პრეზენტაცია ,,როგორ მუშაობს საქმის განაწილების ახალი წესი სასამართლოში”.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi