მოსამართლეთა და ბიზნესმენთა მონაწილეობით...

rhre

მოსამართლეთა და ბიზნესმენთა მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 06/03/2018

დღეს 6 მარტს სასტუმრო ,,ქორტიარდ მარიოტში“ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით კონფერენცია ,,ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი  ბიზნეს კომპანიების,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, საქართველოს იუსტიციის საბჭოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ და საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმდომარემ ნინო გვენეტაძემ.  ,,ბიზნესსა და სამართალს შორის ჰარმონიული დამოკიდებულება განსაზღვრავს ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წარმატებას ქვეყნის ფარგლებში. ბიზნესსაქმიანობის დავის წარმოშობის შემთხვევაში, ინვესტორს უფლება აქვს ისარგებლოს დავის გადაწყვეტის ეფექტიანი საშუალებით. სახელმწიფოს როლი კი, ამ მიმართულებით, პოზიტიური ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაა, რაც სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების შექმნას გულისხმობს“,- განაცხადა თავის გამოსვლაში ნინო გვენეტაძემ. აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, სახელმწიფოში არსებობდეს უცხო ქვეყნის მეწარმე სუბიექტთა საქმიანობის ხელშემწყობი, ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი საკანონმდებლო ბაზა და სტაბილური სასამართლო პრაქტიკა.

მომხსენებლებმა,უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ ისაუბრა ,,საქართველოში კომერციული საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობის სასამართლო დავათა აქტუალურ საკითხებზე, პრობლემატიკასა და პერსპექტივებზე“, ,,ბიზნესდავების ზოგადი პრობლემატიკის მიმოხილვა სასამართლო სამართალწარმოებაში“ წარმოადგინა ,,BDO საქართველოს“ პარტნიორმა დავით გელაშვილმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ეკატერინე გასიტაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს  წარუდგინა  მოხსენება ,,საინვესტიციო დავები და  მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები“, ,,კომერციული ბანკებისა და სამართალწარმოების პრობლემატიკაზე“ ისაუბრა ,,თიბისი ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ეგუტიამ,  ,,საარბიტრჟო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება“-ზე წარმოადგინა მოხსენება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ დიანა ბერეკაშვილმა, სასამართლოსთან   ურთიერთობაში წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა,   ,,ფოლადის’’  გენერალურმა დირექტორმა არჩილ მელიქაძემ.

,,ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლო დავების განხილვის თავისებურებებზე“ მოხსენებით წარსდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი. ,,ბიზნესდავების განხილვის ვადები და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილური განვითარება“, ,,საკორპორაციო სამართლის აქტუალური საკითხები“, ,,საპროცესო უზრუნველყოფა და მისი გამოყენების პირობები“, ამ თემებზე ისაუბრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, იურიდიული ფირმა ,,მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ს მმართველი საბჭოს წევრმა მარიამ ანთიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ თამარ ბურჯანაძემ. კონფერენციის სესიებს მოდერაციას უწევდნენ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭომბურიძე, უზენაესი სასამართლოს თამჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, ,,ეფეს-ჯორჯია-სს ,,ლომისის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.   

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობს ბიზნესის წარმომადგენლებთან. საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, აგრეთვე ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მოხდა ,,ფინანსური გირავნობის ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების განხილვა. ამ თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული ვალდებულებების თაობაზე და დაიგეგმა სამომავლო ტრენინგები სამართალწარმოენბის გაუმჯობესების მიზნით. ბიზნესდავების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, კერძოდ სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის მზია თოდუას უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოიცა კრებული.

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შესთავაზა კონფერენციის მონაწილეებს, რომ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ერთობლივად მოხდეს სასამართლო პრაქტიკის აქტუალური საკითხების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დადგენის მიზნით. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi