ევროპის საბჭოს ექსპერტებმა უზენაეს...

evrosabwos treningi

ევროპის საბჭოს ექსპერტებმა უზენაეს სასამართლოში ტრენინგი ჩაატარეს

გამოქვეყნებულია: 10/02/2012

2012 წლის 10 თებერვალს უზენაეს სასამართლოში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა სასამართლოს მომხმარებელთა კვლევების ტექნიკასა და ევროპული პრაქტიკის შესახებ ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი მართლმსაჯულების ევროპული კომისიის ეგიდით ჩატარდა და მას სასამართლოს თავმჯდომარეები, მენეჯერები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.

ტრენინგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოს სასამართლო სისტემა უკვე სამი წელია პერიოდულად ატარებს სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვას. ბოლო გამოკითხვა მოსამართლის კომუნიკაციური უნარ-ჩვევების კვლევას მიეძღვნა. 

უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს ევროპის საბჭოს ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე კვლევების ტექნიკასა და თემატიკაზე გაუზიარეს გამოცდილება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi