საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

gege

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება

გამოქვეყნებულია: 23/02/2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2017 წლის 23 მაისს, დამტკიცებული სასამართლო სისტემის ხუთწლიანი სტრატეგიით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, უვადოდ გამწესების სრულყოფილი სამართლიანი და  გამჭვირვალე პროცედურების უზრუნველყოფა ივალდებულა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ  საკანონმდებლო წინადადებებს.

საერთო სასამართლოების კორპუსი, საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ინტერესის გათვალისწინებით იმედოვნებს,  მომავალზე გათვლილ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი  საკანონმდებლო  დანაწესის უახლოეს მომავალში მიღებას, თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო ნოვაციების ზედმიწევნით შესრულება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi