ბორჯომში მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა...

fhfj

ბორჯომში მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა გაიხსნება

გამოქვეყნებულია: 26/02/2018

24 თებერვალს ბორჯომში იხსნება მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა საერთო სასამართლოების სამართლებრივი უზრუნველყოფის რგოლების თანამშრომლებისა და ასევე სამართლის საბაკალავრო სწავლების დამამთავრებელი კურსისა და სამართლის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებისათვის.  სკოლა ტარდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეგიდით, შემდეგი დონორი ორგანიზაციების და პროექტების მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით:

ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი (EU4Justice),

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი“ (USAID/PROLoG),

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ განხორციელებული პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება (CoE).

ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტი „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP);

ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის - ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა და მონიტორინგი", რომელსაც ახორციელებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).

ზამთრის სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეთა როგორც თეორიული ცოდნის გამდიდრება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას. ზამთრის სკოლის პროგრამით გათვალისწინებულია მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი თემები:

• საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარება დამიმდინარე სამიზნეები საერთაშორისოვალდებულებების ჭრილში

• სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებელი წინაპირობები მოსამართლის პერსპექტივიდან 

• კომუნიკაცია სასამართლო სისტემაში და მხარეებთან

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი პრაქტიკის მიმოხილვა

• დისკრიმინაციის აკრძალვა

• სასამართლო ეთიკა,

• ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა,

• აღდგენითი მართლმსაჯულებისა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საკითხები,

• ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა

• სამართლებრივი წერა და კვლევა,

ზამთრის სკოლის მომხსენებლები არიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მათ შორის არიან, მოსამართლე რენატე ვინტერი, სასამართლო ეთიკის საკითხებზე ამერიკელი ექსპერტი ვიქტორია ჰეინლი, აღდგენითი მართლმსაჯულების ექსპერტი კრისტა პელიკანი, სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლოს მოსამართლე ტერეზა დოერტი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი ნატალია ვორობიოვა, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე ვარძელაშვილი,  დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ექსპერტი ლიანა ქარცივაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თეონა კუჭავა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ თომაშვილი, სახალხო დამცველის ოფისის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი.

ზამთრის სკოლა ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება და 28 თებერვალს დასრულდება საუკეთესო მონაწილეების გამოვლენით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi