ბორჯომში მოსამართლეებისთვის სამუშაო...

wfs

ბორჯომში მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 19/02/2018

16-18 თებერვალს, ბორჯომში,  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტების იმპლემენტაციის თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის,ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვიათარების სააგენტოს  ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველში“ წარმომადგენელი გიორგი  ვაშაკიძე, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის  წარმომადგენელი ლალი ჩხეტია და ევროკავშირის ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი და ლევან მესხორაძე.

ექსპერტების მიერ განსახილველად წარმოდგენილი იყო  შემდეგი თემები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სფერო და უზენაესი სასამართლოს მიერ გასათვალისიწინებელი გარემოებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის დროს (მათ შორის, ადმინისტრაციული, საგადასახადო, საბაჟო საკითხები, სამართლიანი სასამართლო და პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები (იმპიჩმენტთან, პოლიტიკური პარტიების დაშლასთან საარჩევნო საკითხებზე დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებული სამართალწარმოება, სასამართლოს ინსტიტუციური გარანტიები (კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო; მოსამართლის დამოუკდებლობისა და მიუკერძოებლობის ძირითადი გარანტიები და უახლესი პრეცედენტული სამართალი, მტკიცებულებები (მტკიცებულებების შეფასება; მტკიცებულებათა დასაშვებობა წამების გზით მოპოვებული მტკიცებულებები: საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები), მოწმის დაკითხვის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა/განჩინებათა აღსრულება ეროვნული სასამართლოების მიერ, საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა/განჩინებათა საუძველზე, ბრალდებულის/მოპასუხის დაუსწრებლად საქმის განხილვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მე-6 მუხლის ჭრილში მიღებული გადაწყვეტილებები/განჩინებები საქართველოსთან მიმართებაში. მოსამართლეებისთვის მსგავსი სამუშაო შეხვედრები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  მე-6 მუხლის სტანდარტების იმპლემენტაციის თაობაზე კვლავაც გაიმართება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi