მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს...

dad

მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 16/02/2018

,,აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა - გამოწვევები პრაქტიკასა და კანონმდებლობაში და მისადაგება ევროპულ სტანდარტებთან“, - ამ ეგიდით  დღეს, 16 თებერვალს,  სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“  სამუშაო შეხვედრა გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეებს,  პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული   ,, სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის“ და ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროექტის“ ფარგლებში უზენაესი სასამართლოს,  საქართველოს მთავარი პროკურატურასა და ადვოკატთა კორპუსთან თანამშრომლობით.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა საერთაშორისო დონორების მონაწილეობით, უწყებათაშორისი ერთობლივი შეხვედრების მნიშვნელობას ევროპული სტანდარტების დამკვიდრების კუთხით.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში პიტერ დენისი. საერთაშორისო ექსპერტმა პიმ ალბერსმა მოდერცია გასწია პირველი სესიის მსვლელობისას, რომელიც წარმოადგენდა ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროექტს. განიხილეს აღკვეთის ღონისძიებების შესახებ პროკურორის მიერ შუამდგომლობის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები, საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების მიმოხილვა პროკურატურის კუთხით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის სასამართლო განხილვა, სასამართლოს განჩინება, საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების მიმოხილვა, სასამართლოს პერსპექტივა სტატისტიკური მონაცემები, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხებზე ევროპული გამოცდილების მიხედვით ისაუბრა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტმა ჯერემი მაკბრაიდიმა. მეორე სესიას მოდერაცია გაუწია მოსამართლე რენატე ვინტერმა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, სადაც წარმოდგენილი იქნა საკითხები: პერიოდული კონტროლი პატიმრობაზე და აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრება - პროკურატურის პერსპექტივა, პერიოდული სასამართლო კონტროლი პატიმრობაზე და აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრება - სასამართლოს პერსპექტივა, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების პატიმრობის გადასინჯვასთან და აღკვეთის ღონისძიებების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ საკითხებზე ევროპული პრაქტიკის კუთხით ისაუბრა ექსპერტმა ჯერემი მაკბრაიდმა. შემაჯამებელი სესიის მოდერატორი გახლდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.  განიხილეს აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებასთან, პერიოდულ კონტროლთან და გასაჩივრებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ძირითადი გამოწვევები და შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან, სამომავლო ნაბიჯები. ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სოსტემის მხარდაწერის პროექტის წარმომადგენელმა რანდელ ბაროუზი უძღვებოდა მეოთხე სესიას, სადაც წარმოდგენილ იქნა წინასასამართლო სერვისები, წინასასმართლო ანგარიში - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კანონპროექტის პრეზენტაცია,. თითოეული სესიის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს შორის მიმდინარეობდა დისკუსია საერთაშორისო ექსპერტთა ფართო ჩართულობით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi