მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი...

dfsfs

მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 15/02/2018

დღეს, 15 თებერვალს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში ევროკავშირის სასამართლო მხარაჭერის პროექტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების სამართლებრივი მხარდაჭერის პერსონალისთვის, ანალიტიკური რგოლებისა და მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ევროკავშირის ექსპერტმა ჯერემი მაკბრაიდმა ტრენინგი გამართა, რომელიც მიეძღვნა ევროპული სტანდარტების დანერგვას აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ტრენინგზე წარმოადგინეს კვლევის მოკლე მიმოხილვა და საერთო სასამართლოების პრაქტიკა აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე ბრალდებულის თავდაპირველ დაკავებასთან დაკავშირებით. ექსპერტმა ისაუბრა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე,  აგრეთვე   სასამართლო კონტროლის შესახებ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა ევროპულ პრაქტიკაზე. გაიმართა დისკუსია ტრენინგის მონაწილეთა შორის და მუშაობა ჯგუფებში აღკვეთის ღობისძიების შერჩევასა და დასაბუთებაზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi