საქმეთა ელექტრონულ განაწილებასთან...

sgege

საქმეთა ელექტრონულ განაწილებასთან დაკავშირებით სოციალური ვიდეო-რგოლი მომზადდა

გამოქვეყნებულია: 02/02/2018

საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა შორის სასამართლო საქმეთა ელექტრონული, ავტომატური წესის დანერგვასთან დაკავშირებით,  ჩვენი საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყელის ეთერში გადაიცემა სოციალური ვიდეო რგოლი, რომელიც საქართველოს რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ავტომატურ, ელექტრონულ განაწილებას ეხება. ელექტრონული სისტემა შემთხვევითი განაწილების პრინციპს ეყრდნობა და იგი დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. საქმეთა ავტომატური განაწილების სისტემა მოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრიდან და იგი უზრუნველყოფს:

·  საქმეთა მიუკერძოებელ განხილვას და გამჭვირვალობას;

·  მართლმსაჯულების დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi