იუსტიციის საბჭოს წევრები დონორი...

erger

იუსტიციის საბჭოს წევრები დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედნენ

გამოქვეყნებულია: 01/02/2018

2018 წლის 1 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: ევროპის საბჭოს, ევროკავშირის პროექტების, სასამართლო მხარდაჭერის პროექტისა და    ,,სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით, ამერიკის საელჩოს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ამავე სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანული ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, წარმომადგენლებთან. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და ეთიკის დახვეწა და იუსტიციის სკოლის რეფორმა.

დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სასამართლო სისტემაში 2018 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. დონორებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ხელშეწყობის საქმეში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე, როგორიცაა მოსამართლეთა კარიერული წინსვლის და შეფასების სისტემა, მოსამართლეთა  თანამდებობაზე  უვადოდ გამწესების პროცედურების სრულყოფა, დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების გაუმჯობესების და ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის მხარდაჭერის შესახებ.

მიმდინარე წელს დონორი ორგანიზაციები კვლავ გააგრძელებენ საერთო სასამართლოების სისტემაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაზიარებას და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, მათ შორის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემდგომ გაფართოვებაზე.

ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით  დაგეგმილია მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ამერიკელი მოსამართლეების მოწვევა საქართველოში გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობის დასამყარებლად. მიმდინარე წლის განმავლობაში დონორი ორგანიზაციები  კვლავ აქტიურად დაუჭერენ მხარს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ გაძლიერებას და სკოლაში მსმენელთა მიღებისა/სწავლების პროცესის დახვეწას. დონორი ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას სასამართლო ეფექტურობის გაუმჯობესებას და საქმეთა ნაკადის შემცირების ხელშეწყობის ღონისძიებებს უთმობენ, ისევე როგორ საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვასა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს საერთაშრისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტები და გამოხატეს მზადყოფნა ამ პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის.  მსგავსი ხასიათის საკოორდინაციო შეხვედრა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 10 იანვარს უკვე გამართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi