უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის...

p

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 17/01/2018

დღეს, 17 იანვარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი საზეიმოდ დადო 15-მა მოსამართლემ, რომლებიც ხვალიდან 18 იანვრიდან  საქართველოს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში  შეუდგებიან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას:

ივერი აბაშიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, იოსებ აბრამიძე - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მიუნიციპალიტეტში, დარინა აბულაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო  საქმეთა კოლეგია, თათია გოგოლაური - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, თინა ვაშაყმაძე -თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ნინო თარაშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლო, იზა კელენჯერიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია, მაია კვირიკაშვილი + თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია, გოგა კუპრეიშვილი - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, სოფიო ლეჟავა - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლელა მილდერბერგერი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ირმა ტოგონიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ნათია ტოგონიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ნინო ჩახნაშვილი - თელავის რაიონული სასამართლო, ხათუნა ჯინორია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

საზეიმო ფიცის დადების ცერემონიალს უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზეიმო ცერემონიალის მონაწილეებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi