უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა...

yhrh54

უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საახლწლო საჩუქრები გადასცეს

გამოქვეყნებულია: 22/12/2017

დღეს 22 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რაც ითვალისწინებდა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების შეძენას და   გადაცემას.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და აპარატის თანამშრომელთა  მიერ, პირადი დანაზოგით, აიპი ,,დივაინ ჩაილდ- ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“  მცირე საოჯახო სახლებში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შეძენილ იქნა კომპიუტერი, ელექტროტექნიკა, ქიმიური სარეცხი საშუალებები, საკვები პროდუქტები, საკანცელარიო ნაწარმი, პირველადი მოხმარების საგნები, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, საბავშვო სათამაშოები, საახალწლო დეკორაციები, საახალწლო ტკბილეული, სულ 3165 ლარის ღირებულების საჩუქრები.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრები უზენაესი სასამართლოს მენეჯერის ნატო ლომთათიძის თაოსნოით ეწვივნენ  აიპი ,,დივაინ ჩაილდ - ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“  მცირე საოჯახო სახლს და პირადად გადასცეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები.

აიპი ,,დივაინ ჩაილდ - ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ ქსელი აერთიანებს 4 მცირე საოჯახო ტიპის სახლს სოფელ გალავანში, სოფელ გლდანში, ნაძალადევის რაიონში თბილისში და წილკანში), რომელშიც განთავსებულია 40 მზრუნველობამოკლებული ბავშვი და მოზარდი.

უახლოეს ხანში დიდ დიღომში, ორგანიზაცია გახსნის კიდევ ერთ საოჯახო ტიპის სახლს სპეციალიზებული სტატუსით, სადაც განთავსდებიან მძიმე და ღრმა შეზღუდვის მქონე ბავშვები.

უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები მსგავს საქველმოქმედო აქციებში კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi