დამტკიცდა მოსამართლეთა XXII კონფერენციის...

xxii

დამტკიცდა მოსამართლეთა XXII კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 20/12/2017

2017 წლის 19 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა, რომელზეც დამტკიცდა:

მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, მოსამართლეთა XXII კონფერენციის ჩატარებისთარიღი - 2018 წლის20 იანვარი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, XXII კონფერენციის დღის წესრიგი, ადმინისტრაციული კომიტეტის 4 (ოთხი) წევრის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ნიმუშები.

ასევე, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული კომიტეტის 4 (ოთხი) წევრს (მაია სვიანაძე, ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე და შალვა კაკაურიძე) ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო 2017 წლის 20 დეკემბრიდან შეუწყდა ადმინისტრაციული კომიტეტის წევრის უფლებამოსილება.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32.

საკონტაქტო პირი: გულიკო ორთოიძე - guliko.ortoidze@supremecourt.ge; ტელ: 577 71 10 50

იხილეთ მოსამართლეთა XXII კონფერენციის დღის წესრიგი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi