სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ მორიგი ...

egwe

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა

გამოქვეყნებულია: 19/12/2017

18 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპრატამენტის მიერ განხორციელებულ „სასამართლო მონიტორინგის პროგრამის“ მე-17 შუალედურ ანგარიშს. აღნიშნული ანგარიში მოიცავს   2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მაისის ბოლომდე პერიოდს და შეეხება სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს საერთო სასამართლოებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანგარიშის ავტორები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და საერთო სასამართლოების სისტემის სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლეები. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ანგარიშის მნიშვნელობაზე. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა და სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა დეტალურად მიმოიხილეს ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ანგარიშში განხილული იქნა   ისეთ საკითხები  როგორიცაა: სხდომების გადადების პროცენტული მაჩვენებლები და გადადების მიზეზები, სხდომების დაგვიანებით დაწყება და დაგვიანების მიზეზები, აღკვეთის ღონიძიებები და აღკვეთის ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების სიხშირე, მოსამართლის შეზღუდული დისკრეცია აღკვეთის ღონისძიებების დივერსიფიცირების კუთხით, უადვოკატო ბრალდებულებისთვის საპროცესო უფლებების განმარტება, პატიმრობის გადახედვა, საპროცესო შეთანხმებები და შეთანხმებულ მართლმსაჯულებაზე სასამართლო ზედამხედველობა, სხდომათა განრიგის წარმოების სისტემა,მოწმეთათვის უფლებებისა და მოვალეობების განმარტება,ჯარიმისა და გირაოს შეფარდებისას ბრალდებულის გადახდისუნარიანობის გათვალისწინების საკითხი,პატიმრობის გახანგრძლივების საფუძვლები.

სხდომის მონაწილეები შეთანხდნენ სამომავლო შეხვედრების ორგანიზების თაობაზე, მოსამართლეების და პროცესის  მხარეთა მონაწილებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi