შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის...

skolis programa

შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია: 31/01/2012

2012 წლის 31 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამები და სასამართლოს 2012 წლის პრიორიტეტები გააცნო.

2012 წლიდან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლება ახალი პროგრამებით გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მომავალ მოსამართლეებს, არამედ მოქმედ მოსამართლეებსაც, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ. 

2012 წლის სასწავლო პროგრამებს შორის პრიორიტეტული იქნება დარბაზთან კომუნიკაციის ზოგადი პრინციპების შემსწავლელი კურსი და გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობისა და წერის კულტურასთან დაკავშირებული საკითხები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მედიაციის ინსტიტუტისა და დასავლეთ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi