ნინო გვენეტაძემ დიპლომატიური კორპუსის...

efwe

ნინო გვენეტაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 15/12/2017

2017 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გაიმართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მან დეტალურად გააცნო 2017 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები, მიღწევები და ისაუბრა არსებული გამოწვევების  თაობაზე.

წარმოდგენილ პრეზენტაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერება, გამჭვირვალობა და მის საქმიანობაში სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზურნველყოფა. ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავის მოხსენებაში მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძობელობის საკანონმდებლო გარანტიებზე. აღნიშნა ასევე, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გარდამავალი საკანონმდებლო დებულების დახვეწისა და კონკრეტიზაციის აუცილებლობა. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის პილოტურ რეჟიმში ამუშავებასა და წლის ბოლოს მისი სრულიად საქართველოს მასშტაბით საერთო სასამართლოების სისტემაში დანერგვაზე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თავის მოხსენებაში ასევე ისაუბრა, ახლადშექმნილი დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტზეც, რომელსაც დღეის მონაცემებით განსახილველად გადაეცა 116 საჩივარი, აგრეთვე მოსამართლეთა კვალიფიკაციის გაუმჯობესების საკითხებზე,  მიმდინარე წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარებული ტრენინგებისა და საბჭოსთან უფრო მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობაზე.  ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა  ინფრასტრუქტურული პროექტების  წარმატებით განხორციელების საკითხს. ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის დამატებით ახალი 28 სასამართლო დარბაზის მშენებლობის თაობაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაწეული მხარდაჭერისა და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ პროექტებში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის.

თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც გაგრძელდება დონორი და საერთაშორისო ორგანზიაციების მხარდაჭერა, მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთა რეკომენდაციების გათვალისწინებაც მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმიანობის 2018 წლის სამოქმედო გეგმაში.  შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს წევრები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi