უზენაეს სასამართლოში 2017 წლის ადამიანის...

ewgw

უზენაეს სასამართლოში 2017 წლის ადამიანის უფლებების დამცველი დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია: 11/12/2017

11 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული საზეიმოდ დაიხურა, სადაც 2017 წლის ადამიანის უფლებების დამცველი დააჯილდოვეს. 2017 წელს გაწეული საქმიანობისა და აღნიშნულ სფეროშო მიღწეული წარმატებებისათვის 2017 წლის ადამიანის უფლებების დამცველის ტიტული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა მოიპოვა.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად ტარდება. დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ ღინისძიების მონაწილეებმა სექსუალური შევიწროების შესახებ დისკუსიია გამართეს და იმსჯელეს სექსუალური შვიწროების საკანონმდებლო რეგულირებაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის მიხედვით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნორთვესტის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ), თბილისისი თავისუფალი უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძს სახელობის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები: თამარ გურჩიანი, ბრიჯით არიმონდი, ეკატერინე ლომთათიძე, ანა ფირცხალაიშვილი, მალხაზ ბეგიაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წამომადგენელი ლორა ბერგერი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi