ქუთაისსა და ბათუმში მოსამართლეებისა და...

ymt

ქუთაისსა და ბათუმში მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის შეხვედრები გაიმართა

გამოქვეყნებულია: 17/11/2017

2017 წლის 16-17 ნოემბერს, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და მონაწილეობით განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების წარმომადგენელთა ვიზიტები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსი მარინე კვაჭაძე, განყოფილების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის კონსულტანტი გულიკო მჭედლიშილი და ევროკავშირის „სასამართლოსმხარდაჭერა საქართველოში“(EU4Justice) პროექტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ლალი ჩხეტია.

16 ნოემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონის რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლეები და მოსამართლეთა თანაშემწეები. 17 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის რეგიონის მოსამართლეებთან, მაგისტრატ მოსამართლეებთან და მოსამართლეთა თანაშემწეებთან. შეხვედრა გაიმართა ასევე ქუთაისის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. მარინა კვაჭაძემ და ლალი ჩხეტიამ სტუდენტებს გააცნეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკა და ისაუბრეს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ასახვის თაობაზე.

შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეებისათვის უზენაესი სასამართლოს მიერ შემოთავაზებულ ნოვაციების გაცნობა, განყოფილების მიერ მომზადებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და სტრასბურგის სასამართლოს  საძიებო სისტემის (HUDOC) ქართულენოვანი ინტერფეისის მუშაობის თავისებურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრებზე განხილული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2017 წელს გამოტანილი გადაწყვეტილებები, სასამართლო გადაწყვეტილებებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნული სასამართლოების მიერ  პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. მოსამართლეთა შეეხებოდა შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საძიებო სისტემების მუშაობას და იმ ახალ კვლევებს, რომელსაც ახორციელებს განყოფილება ბოლო პერიოდში. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი სისტემატიურად მიიღონ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ განყოფილების მიერ მომზადებული 2 ახალი კვლევა „დისკირმინაციის აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“ და მასალები „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილებების აღსრულება, რომლითაც დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  მე-6 მუხლის დარღვევა“.  ქუთაისსა და ბათუმში გამართულ ღონისძიებების დასასრულს გაიმართა დისკუსია ზემო   აღნიშნულ საკითხებზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi