უზენაეს სასამართლოს გერმანელი სტუდენტები...

hf

უზენაეს სასამართლოს გერმანელი სტუდენტები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია: 16/11/2017

16 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანელი სტუდენტები ეწვივნენ, რომლებიც თბილისში იმყოფებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და  Volksagen- ფონდის (გერმანია) მხარდაჭერით, ტუბინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  მიმდინარე გერმანიის, საქართველოსა და სომხეთის სტუდენტთა გაერთიანებულ სემინარში მონაწილეობისათვის. სემინარზე წარმოდგენილნი არიან თსუ-ს, გერმანიის ტუბინგენისა და სომხურ-რუსული უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტები. სემინარის მიზანია იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებს მისცეს გლობალურად მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების შედარებითი სწავლების შესაძლებლობა, უნარ-ჩვევების განვითარება აკადემიური წერის მიმართულებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტთა გერმანიაში ვიზიტის დროს, გერმანულმა მხარემ მისცა მათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ გერმანიის სახელისუფლებო შტოების მნიშვნელოვანი რგოლების ფუნქციონირებას, მათ სტრუქტურას, უფლებამოსილებას და საქმიანობის ძირითად ასპექტებს.  ქართველმა სტუდენტებმა მოინახულეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო ქალაქ კარლსრუეში.

გერმანელმა სტუდენტებმა უზენაეს სასანართლოში ვიზიტისას დაათვალიერეს ისტორიული შენობა, ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს და  შეხვდნენ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მომსამართლეს გიორგი შავლიაშვილს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi