უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებისა და ...

wewe

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებისა და მწერალი თანეშემწეებისთვის ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 17/11/2017

17 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, მოსამართლეებისა  და  მწერალი თანაშემწეებისთვის  გაიმართა ტრენინგი თემაზე: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები“.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო და ეროვნული პრაქტიკის ანალიზისა და განზოგადების განყოფილებების თანამშრომლებმა.  ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე.

ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ევროპის საბჭოს ექსპერტების ჯერემი მაკბრაიდისა და ბესარიონ ბოხაშვილის მიერ  დღის წესრიგით გათვალისწინებული  მოხსენებები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 1 - ადამიანის უფლებათა დაცულობის ვალდებულება,  მუხლი 8 - პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, მუხლი 2 - სიცოცხლის უფლება, მუხლი 3 - წამების აკრძალვა და მუხლი 4 - მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა, მუხლი 14 - დისკრიმინაციის აკრძალვა, ოქმი 1, მუხლები: 2-განათლების უფლება, 3 - თავისუფალი არჩევნების უფლება; ოქმები 4, 7 და 12.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა მეორე სამუშაო დღესაც გაგრძერლდა, სადაც ექსპერტებმა წარმოადგინეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 5 - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მუხლი 6 - საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, მუხლი 9 - აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, ოქმი1, მუხლი 1 - საკუთრების დაცვა, მუხლი 10 - გამოხატვის თავისუფლება და მუხლი 11 - შეკრებისა და გაერთიანებების თავისუფლება. მოისმინეს ბესარიონ ბოხაშვილის მოხსენება ევროპის საბჭოს ონლინ პლატფორმის შესახებ. ტრენინგის დასასულს შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს განხილული საკითხები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi