სიღნაღში კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმის...

fefe

სიღნაღში კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმის ამოქმედებაზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია: 11/11/2017

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღში, სასტუმრო ,,კაბადონში“, ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც სასამართლო სისტემისთვის   საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმის ამოქმედებას მიეძღვნა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი და საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.  

შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა ისეთ თემებზე, როგორიცაა: სასამართლოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, კომუნიკაციის არსებული პოლიტიკა და გამოწვევები, საჭიროებები და სამომავლო ხედვა, სასამართლო კომუნიკაციების საერთაშორისო გამოცდილება, ევროპული პრაქტიკა, საერთაშორისო სასამართლოების კონტექსტი, სასამართლოს კომუნიკაციის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების გამოვლენა.

აღნიშნულ თემებზე მოხსენებები წარმოადგინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანგარიშვალდებულების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა,  ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ექსპერტმა ქეთი ახალკაცმა, ამავე პროექტის ექსპერტმა გერმანელმა მოსამართლემ ელენ ბესტმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა გამართეს დისკუსია და შეაჯამეს განხილული საკითხები. შეხვედრაში მონაწილებდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების, ქუთაისის  სააპელაციო სასამართლოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურათა ხელმძღვანელები.

ხვალ 12 ნოემბერს შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ მედიასთან კომუნიკაციის საშუალებებსა და მათი უნიფიცირების სტანდარტებს, ქართულ გამოცდილებას და ევროპულ პრაქტიკას, რომელსაც მოდერაციას გაუწევენ  ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“  ექსპერტები ქეთი ახალკაცი და ელენ ბესტი, მონაწილეები შეთანხმდებიან სასამართლო კომუნკაციის ძირითად მიმართულებებზე  და განსაზღვრავენ სამომავლო გეგმებს. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi