ინფორმაცია

efgweg

ინფორმაცია

გამოქვეყნებულია: 08/11/2017

2017 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მე-4 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ თაობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მე-4 სამუშაო ჯგუფის წევრები: ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მე-4 სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელი ლევან გზირიშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები თამარ სულაქველიძე და ნინო დემურხანაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის წარმომადგენელი ანა შალამბერიძე და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის შოთა ქარჩავას წარმომადგენელი ვახტანგ გარდაფხაძე. მე-4 სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებით, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების 6 თვიანი ანგარიშის თაობაზე ინფორმაციის მომზადებისთვის, მომდევნო შეხვედრა გაფართოვებულ ფორმატში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და პროფესიული წრეების სხვა პირთა მონაწილეობით ჩატარდებოდა. სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ მე-4 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2017 წლის 3 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობის შესრულებაზე პასუხისმგებელ ერთ-ერთ უწყებად საქართველოს უზენაესი სასამართლო გახლდათ. შესაბამისად, 3 ნოემბრის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს განხორციელებული აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის და ასევე ფართო საზოგადოებისთვის (საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციებისთვის და პროფესიული წრეების სხვა პირთა მონაწილეობით). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ისევე როგორც საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებს და სხვა პირებს მე-4 სამუშაო ჯგუფის მოსაწვევი გაეგზავნათ 2017 წლის 30 ოქტომბერს. დამატებით, მე-4 სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებლებს გაეგზავნათ შეხვედრის დღის წესრიგი და უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული მასალა, 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.  

შეხვედრის ჩატარების დღეს, 2017 წლის 3 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სამუშაო ჯგუფის წევრები არ დაესწრებოდნენ შეხვედრას. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრა ჩაატარა საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2017 წელს განხორციელებული აქტივობების თაობაზე მოწვეული სტუმრებისთვის, რის თაობაზეც ინფორმაცია გაგზავნილ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე მოწვეულ სტუმრებთან.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება მე-4 სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრის ფარგლებში, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის 6 თვის ანგარიშის მომზადების მიზნით,  მოსმენილი იყოს ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi