გაიხსნა ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს...

efww

გაიხსნა ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა

გამოქვეყნებულია: 31/10/2017

30 ოქტომბერს, 12 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის გახსნის ცერემონია გაიმართა. ახალი სასამართლოს შენობა გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. გახსნით ცერემონიაში მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის და გამგეობის წარმომადგენლები. ასევე გახსნით ცერემონიაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დაფინანსებული „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“, ევროსაბჭოს „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის“, ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სააგენტოს (USAID) დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) წარმომადგენლები.

ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო განთავსებული იყო ძველ შენობაში, რომელიც 80-იანი წლების შემდგომ არ გარემონტებულა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს  მშენებლობა, რომელიც ტენდერით განსაზღვრულ ვადაზე ადრე 2017 წლის 30 აგვისტოს დასრულდა.  აღსანიშნავია, რომ მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბოლოო ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 678129,87 (ექვსას სამოცდათვრამეტი ათას ას ოცდაცხრა ლარი და 87 თეთრი) ლარი.  სასამართლო შენობის საერთო ფართი 520 კვ. მეტრს  შეადგენს, სადაც სასამართლო სხდომის დარბაზთან ერთად მოწყობილია საკონფერენციო სივრცე, მოეწყო სასამართლოს აპარატის და მოსამართლის სამუშაო ოთახები, საბადრაგო, არქივი, მხარეთათვის საქმის გასაცნობი ოთახი. სასამართლო შენობის შესასვლელის საერთო ნაწილი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  სარგებლობისათვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi