არასრულწლოვათა საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ...

ewgw

არასრულწლოვათა საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 19/10/2017

19  ოქტომბერსსაქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს  სხდომა გაიმართა თემაზე: ,,სასჯელის დასაბუთების პრაქტიკა არასრულწლოვანთა საქმეებზე“.

შეხვედრა  ევროკავშირის ,,სასამართლოს მხარდაჭერისა“და ,,პენიტენციური და პრობაციის სისტემების“ პროექტების მხარდაჭერით  ჩატარდა.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. შეხვედრის მიზანი  გახლდათ პროფესიული დისკუსიის წარმართვა მოსამართლეებსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს  სოციალურ მუშაკებს შორის სასჯელის დანიშვნისას ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისა და სასჯელის დასაბუთების არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, ასევე ამ საკიტხებზე ევროპული სტანდარტების გაცნობა.   

ევროკავშირის  პროექტების ხელმძღვანელებმა მოსამართლე რენატე ვინტერმა და ბატონმა რანდელ ბაროუზიმ წარმოადგინეს მოხსენებები სასჯელისწინა ანგარიშების მომზადებისა და სასჯელის დასაბუთების ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე.

ადგილობრივმა პრაქტიკოსებმა წარმოადგინეს ამ მიმართულებით ქართული გამოცდილება და იმსჯელეს პრაქტიკის გაუმჯობესების კონკრეტულ ნაბიჯებზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi