უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 12/01/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რითაც განსაზღვრა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნის უფლებამოსილ პირთა წრე.

მსჯავრდებულმა ა. ღ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიერ ჩადენილი ქმედების მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. იგი აღნიშნავდა, რომ გაასამართლეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, რომელიც ამჟამად განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

საკასაციო პალატამ არასწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განმარტება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით, _ რომ მსჯავრდებულში არ იგულისხმება სასჯელმოხდილი პირი. ასეთი განმარტებით ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს სსსკ-ის 311-ე მუხლი, რომლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, მაშინ აღნიშნული ნორმა ისე უნდა განმარტებულიყო, რომ მითითებული განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია მხოლოდ პროკურორისათვის _ მსჯავრდებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც იქნებოდა სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა.

გარდა ამისა, ასეთი პოზიცია ეწინააღმდეგება ნასამართლობის მოხსნისა და გაქარწყლების ინსტიტუტს. სსკ-ის 79-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელმაც სასჯელი მოიხადა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე და მოხსნამდე ითვლება მსჯავრდებულად და უფლება აქვს, თხოვნით მიმართოს სასამართლოს _ მოუხსნას მას ნასამართლობა. სრულიად ნათელია, რომ სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩამონათვალში მითითებული მსჯავრდებული გულისხმობს არა მხოლოდ იმ პირს, რომელიც იხდის რეალურ ანდა პირობით სასჯელს, არამედ იმ პირსაც, რომელმაც უკვე მოიხადა ასეთი სასჯელი, მაგრამ მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი ჯერ კიდევ არა აქვს, რის გამოც იგი, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირი, სარგებლობს აგრეთვე უფლებით _ მიმართოს სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოების გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

საკასაციო პალატამ აღნიშნულ საქმეში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული უფლების _ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირმა მიმართოს სასამართლოს და აგრეთვე საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლითა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლების – ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს _ დარღვევაზე, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დააბრუნა საქმე ხელახალი განხილვისათვის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის კანონიერად გადასაწყვეტად.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi