უზენაეს სასამართლოს ექსპერტი იესპერ ვიტრუპი...

;ji

უზენაეს სასამართლოს ექსპერტი იესპერ ვიტრუპი ეწვევა

გამოქვეყნებულია: 29/09/2017

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამართლებრივი  თანამშრომლობის ფარგლებში ეწვევა დანიელი ექსპერტი იესპერ ვიტრუპი, რომელიც შეხვედრებს გამართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და აპარატის თანამშრომლებთან, მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის კვლევის პირველი ეტაპის საკითხებთან დაკავშირებით..

იესპერ ვიტრუპი გამოცდილი ექსპერტია საქმიანობის შეფასების, გაზომვისა და მენეჯმენტის, რესურსების გადანაწილების საკითხებში. მას აქვს ექსპერტად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება საჯარო სექტორის ადმინისტრაციული რეფორმების კუთხით. როგორც კონსულტანტი და მკვლევარი ფოკუსირებულია სასამართლო და საგანმანათლებლო სფეროებზე.

ხუთი წლის განმავლობაში იგი იყო დანიის სასამართლო ადმინისტრაციის აღმასრულებელი დირექტორი და შეასრულა მნიშვნელოვანი როლი დანიის სასამართლოების პროდუქტიულობის გაზრდასა და საქმეთა დატვირთულობის შემცირებაში.

2004 წლის შემდგომ იგი მუშაობს როგორც მრჩეველი და ექსპერტი სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და სამოსამართლო საბჭოებთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სასამართლო რეფორმების, კონკრეტულად კი სასამართლოს საქმიანობის შეფასების, რესურსების გადანაწილებისა და სასამართლო სტატისტიკის საკითხების ირგვლივ. ექსპერტის თანამშრომლობა უზენაეს სასამართლოსთან ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLOG) მხარდაჭერით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi