უზენაეს სასამართლოს სიერა-ლეონეს მოსამართლე...

gse

უზენაეს სასამართლოს სიერა-ლეონეს მოსამართლე ესტუმრა

გამოქვეყნებულია: 29/09/2017

დღეს 29 სექტემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ეკატერინე გასიტაშვილმა მიიღო სიერა ლეონეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სიერა ლეონეს მართლმსაჯულებისა და სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მოსამართლე ემანუელ რობერტსი, რომელიც საქართველოში იმყოფება დამოუკდებელი იურიდიული დახმარების საკითხებზე თბილისში მიმდინარე რეგიონალური კონფერენციის ,,დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების გამოწვევები და მნიშვნელობა“ ფარგლებში. კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის(EU), გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLOG), ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოს სასმართლო სისტემის ფუნქციონირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევები. სტუმარი დაინტერესდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევისა და გამწესების, ასევე სასამართლოებში საქმეთა განაწილების სისტემითა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან საქართველოს სასამართლო სისტემის ურთიერთობის,  მათი გადაწყვეტილებების პრაქტიკაში გამოყენების საკითხებით.

მოსამართლე ემანუილ რობერტსმა ინტერესით დაათვალიერა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ეწვია უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi